MySoft
პროდუქცია
პროდუქცია

გაყიდვების საცალო ქსელის ონლაინ მართვა
Integrated Sales Management System - ISMS

სისტემა ონლაინ რეჟიმში ახორციელებს სავაჭრო საცალო ქსელის სრულ მართვას. ნებისმიერი სავაჭრო ობიექტიდან, ნებისმიერი სავაჭრო ოპერაცია ფიქსირდება ცენტრალურ სერვერზე, ოპერაციის შესრულებისთანავე. სისტემას გააჩნია გაყიდვების სტატისტიკური და მარკეტინგული ანალიზის ფუნქციები.
სასაწყობე მოდული საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს პროდუქციის მოძრაობა რეალურ დროში, მოხდეს წუნი საქონლის დაბრუნება საწყობში, მისი ჩამოწერა; საქონლის მაღაზიიდან მაღაზიაში გადატანა და სხვ.

ISMS - შესაძლებელია დაინერგოს ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ორგანიზაციაში. ბაზისური პაკეტის ღირებულებაა 18,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

სადაზღვევო კომპანიის მართვის სისტემა
SAP Insurance by MySoft

პროდუქტი წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის მართვის ინტერირებულ სისტემას, რომელშიც გაერთიანებულია სადაზღვევო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ფუნქცია:

  • სადაზღვევო პოლისების მართვა
  • ზარალების მართვა
  • გადაზღვევა
  • ფინანსური მოდული
  • საინფორმაციო ცენტრი
  • სტატისტიკური ანალიზების პაკეტი
  • სადაზღვევო აგენტების მართვა
  • კონტროლის პაკეტი
  • პროდუქციის მართვა
  • კორპორატიული ფინანსური მართვა

  • რესტორნის მართვის სისტემა - RMS
    RMS წარმოადგენს კვების ობიექტის (ან ობიექტების ქსელის) რეალურ დროში მართვის ინტეგრირებულ სისტემას.
    სისტემა აწყობილია ე.წ. "FIFO"-ს პრინციპზე. მისი მოდულები: სასაწყობე, დამამზადებელი, სტატისტიკური და მომსახურების, უზრუნველყოფენ ინფორმაციის სწრაფ და სტაბილურ დამუშავებას რეალურ რეჟიმში - მონაცემები თვითოეული ობიექტიდან გარკვეული პერიოდულობით გადაეცემა ცენტრალურ სერვერს, საიდანაც შესაძლებელია სრული ანალიზის ჩატარება რეალურ რეჟიმში.
    სისტემაში გათვალისწინებულია მიმტანისათვის ე.წ. "ჯიბის კომპიუტერი"-ს მეშვეობით მომხმარებელთა მომსახურება.

    RMS-ის საბაზისო პაკეტის ღირებულება ტექნიკური მომსახურების გარეშე შეადგენს 8,000 აშშ დოლარის ექვივალენტს;
    ერთი წლის ტექნიკური მომსახურების ღირებულება ერთი ობიექტისათვის შეადგენს 2,400 აშშ დოლარის ექვივალენტს.

    მცირე და საშუალო კომპანიის ფინანსური მართვა
    FinOffice

    FinOffice - არის კომპანიის ფინანსური მართვის სისტემა, სადაც აისახება კომპანიის ყველა ფინანსური ტრანზაქცია, როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობისას, ასევე თანამშრომლებთან ანგარიშსწორებისათვის. სისტემა ასევე შეიცავს კომპანიის მიმდინარე პროექტების რეალურ რეჟიმში მართვას. სისტემაში გათვალისწინებულია თვითოეული თანამშრომლის ფუნქცია, რომელიც რეგულირდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ადმინისტრაციული კონსოლიდან.
    Copyright MySoft © 2007